ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში რჩება.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც ოქრუაშვილი და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ. ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სხდომის დატოვებამდე პროცესის გადადება ითხოვა ბრალდებულთან პოზიციის ჩამოყალიბების მოტივით, თუმცა მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პროცესი 10 თებერვლისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.