ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები, ორი გამომძიებელი და შსს-ის პრესსამსახურის ერთი თანამშრომელი დაიკითხნენ. გამომძიებლებმა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს, ხოლო პრესსამსახურის თანამშრომელმა – იმ ვიდეო მასალებზე, რომელიც შსს-ის პრესცენტრმა 20 ივნისის მოვლენების დროს გადაიღო. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრებოდა.

მომდევნო პროცესი 23 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

დატოვე კომენტარი