ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა და როგორი სუსტია ჩვენი სახელმწიფოებრიობა, – აცხადებს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც კონსტიტუცია, კანონები და სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი ადამიანის ნება-სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული, მეორეხარისხოვანს ხდის დემოკრატიას და მის ფუნდამენტალურ ღირებულებებს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილი მიმართავს პოლიციას, დაიცვან სახელმწიფოს ინტერესი, მათი მუნდირის ღირსება, რათა ცალკეულმა ჯგუფებმა ვერ შეძლონ სახელმწიფოს დაკნინება.