ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებს ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა სურდათ, თუმცა ე. წ. მატროსოვის ციხეში მყოფმა ბრალდებულმა გამოძიების შეკითხვებს არ უპასუხა.

გამომძიებელთან ერთად ირაკლი ოქროუაშვილთან დღეს მისი ინტერესების დამცველიც იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ოქრუაშვილი გამოძიების შეკითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.