ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი ორის“ჟურნალისტებს შეხვდა

რა შეთანხმება შედგა ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი ორის“ჟურნალისტებს შორის. დეტალები, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში გაირკვევა. „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ შედგა, თუმცა კონკრეტულად ვინ ესწრებოდა მოლაპარაკებებს ტელეკომპანიის მხრიდან და რა საკითხებზე იყო საუბარი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამის შესახებ განცხადებას ირაკლი ოქრუაშვილი ან მისი წარმომადგენელი, ამ დროის ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში გააკეთებენ. მანამდე კი, დღის 2 საათისთვის არხის თანამშრომლებთან შეხვედრას „რუსთავი ორის“ ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია გეგმავს.