ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში რჩება. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის შემთხვევაში, რომლებსაც ბრალი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ წარდგენილი. პროკურატურა მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება.