ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ

განზრახ მკვლელობის მცდელობა და დანაშაულის შეუტყობინებლობა. ეს სისხლის სამართლის ის მუხლებია, რომლითაც გამოძიება მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ედავება.

1989 და 1994 წელს დაბადებულ გოგოებს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ მუხლს არ ეთანხმება.