ირაკლი ნადარეიშვილის განცხადება

ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს პასუხობს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ აღნიშნულმა უწყებამ ტელეკომპანია „იბერიის“ უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე გამოძიება დაასრულა და საქმე სასამართლოშია. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებები სიცრუე, ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ასეთია ოქუაშვილის აღქმა.