ირაკლი ლექვინაძის მოსმენა პარლამენტში
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საქმიანობის 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა. დოკუმენტი დეპუტატებს სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გააცნო. რომელმაც, განსაკუთრებული ყურადღება, ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდზე – ekalata.gov.ge-ზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ღირებულება, ბოლო სამ თვეში დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ონლაინ პორტალი კი – უკვე მობილური აპლიკაციის სახითაც ხელმისაწვდომია. ლექვინაძემ კომიტეტის სხდომაზე საწვავის ფასზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მსოფლიოში რთული ვითარება და გაურკვევლობაა და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფების შემდეგ, საქართველოში საწვავის ფასზე ცვლილება, დაახლოებით 4-5 კვირის განმავლობაში აისახება.