ირაკლი კვარაცხელიას საქმე

ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას“ თავმჯდომარე  მარიამ ჯიშკარიანი, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს,  საქმესთან დაკავშირებით  მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას გააცნობს.

იმ შემთხვევაში თუ ემპათიას მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდება, ცენტრის დირექტორი გალის სამხედო ბაზის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. ამას  გარდა, ცენტრი სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად ამზადებს.