ირაკლი კვარაცხელიას საქმე

ცენტრმა „ემპათიამ“ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს მიმართა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ბაზაზე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რათა საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილზე გაეცნონ იქ არსებულ ვითარებას.

ცენტრი “ემპათია” მთავრობასაც მიმართავს და საკითხზე რეაგირებას ითხოვს.

მათი განცახადებით, სამოქალაქო პირების დატყვევება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი რუსეთის სამხედრო ნაწილების იზოლატორებში, არაადამიანურ პირობებში, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს.

ცენტრში მოითხოვენ, რომ ჟენევის დისკუსიათა ფორმატში, ასევე ყველა საერთაშორისო ფორმატში, წინა პლანზე იქნას წამოწეული მსგავსი ქმედების აკრძალვის მოთხოვნა.