აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ლელოს“ საბანკო ანგარიში დააყადაღა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად პარტიაში განაცხადეს. ირაკლი კუპრაძის თქმით, ანტიკორუფციული სამსახური, ბოლო 5 დღეა, განსაკუთრებულად აქტიურად ახორციელებს თავდასხმას პარტიასა და მის ლიდერ მამუკა ხაზარაძეზე.