ირაკლი კობახიძის ვიზიტი შვეიცარიაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიაში ვიზიტს განაგრძობს.

ადამიანების უფლებებზე და ამ ვითარებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ფრაიბურგის უნივერსიტეტში აკადემიურ წრეებთან გამართულ შეხვედრაზე. მანამდე, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს შვეიცარიის განათლებისა და ინოვაციების სახელმწიფო სამდივნოში.