ირაკლი კობახიძის მიმართვა ISFED-ს

 მმართველი პარტია პარალელური დათვლის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციისგან განმარტებებს ელის. „ქართული ოცნებიდან“ გაგზავნილ მიმართვას „სამართლიანი არჩევნებიდან“ ჯერ არ გამოხმაურებიან. შესაბამისად, ორგანიზაციას არ მიუთითებია ის საარჩევნო უბნები, სადაც, მათივე მტკიცებით, ამომრჩეველთა რაოდენობასა და ხმებს შორის დისბალანსი დაფიქსირდა. თუ „სამართლიანი არჩევნების“ დაანგარიშებით, ასეთი შედეგი უბნების საერთო რაოდენობის 8%-ში დადგა, ,,ქართული ოცნების“ მაჩვენებლით, ეს ციფრი მხოლოდ ნახევარ პროცენტს შეადგენს.

უკვე დღეს „ქართული ოცნება“ ტონს ამკაცრებს ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც პარალელური დათვლის შედეგებში ჯერ კიდევ ნოემბერში ნაპოვნი უზუსტობა 11 დეკემბერს გაასაჯაროვა, შედეგად მონაცემები ცესკო-ს ოფიციალურ შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა. მმართველ პარტიაში ორგანიზაციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ხელოვნური მანიპულაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ.

 

დატოვე კომენტარი