ირაკლი კობახიძის განცხადება - შეფასებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, შესაძლოა, არჩევნები ოქტომბერში არ ჩატარდეს. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას, ირაკლი კობახიძემ მეორე ტალღის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების ალბათობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, არჩევნები არა ოქტომბერში, არამედ პირობითად, დეკემბერში ჩატარდეს, თუმცა, ეს ფაქტი დემოკრატიულ პროცესს საფრთხეს არ შეუქმნის. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა უპასუხეს.

დატოვე კომენტარი