ირაკლი კობახიძის განცხადება სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ პრესკონფერენციასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მან თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელიც გუშინდელი დღის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან ისმოდა, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას.