ირაკლი კობახიძის განცხადება საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით

საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებებს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტის ერთ შენობაში ფუნქციონირება ინსტიტუციურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ორ სხვადასხვა ქალაქში მუშაობა კი დეპუტატებსა და მთავრობას შორის ინტერაქციას ართულებს. კობახიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვნად დაიზოგება საბიუჯეტო თანხებიც. რაც შეეხება ქუთაისში არსებულ შენობას, იქ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გადავა.