ირაკლი კობახიძის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები 

პოლიტიკური სპექტრი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კონფიგურაციებზე ალაპარაკდა.

თემა აქტუალური მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის ბოლო განცხადებამ გახადა. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის ვერმოპოვების შემთხვევაში, კოალიციის შექმნაც ვერ მოხერხდეს და ისრაელის სცენარი განმეორდეს, ანუ ხელახალი ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ამ პროგნოზში მოსახლეობის დაშინების მცდელობა ამოიკითხეს ოპონენტებმა.

ნათია ქენქაძე არკვევდა, ვინ რამდენ ხმას ელოდება მომავალ აჩევნებში და ვისთან უშვებს კოალიციური თანამშრომლობის ალბათობას.