ირაკლი კობახიძის განცხადება და მესამე სექტორის შეფასებები

მმართველ გუნდსა და მესამე სექტორს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მწვავდება.

პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნაწილს ამჯერად ფაშიზმის თანამონაწილეებად მოიხსენიებს. ირაკლი კობახიძეს აინტერესებს, რატომ დატოვეს უფლებადამცველებმა რეაგირების გარეშე „რუსთავი ორის“ დირექტორის ის განცხადება, სადაც ნიკა გვარამია საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის შემომწირველების და მის კამპანიაში ჩართული პოლიტიკოსების შევიწროებისკენ მოუწოდებდა.

პარლამენტის სპიკერის განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე გახდა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე, რომელმაც გვარამიას მოწოდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა.

მმართველი გუნდის ლიდერის ბრალდებებს ადრესატები მესამე სექტორის დისკრედიტაციის მცდელობით ხსნიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბრალდებების ნაცვლად სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე რეაგირება მოახდინონ.