ირაკლი კობახიძის განცხადება და გამოხმაურება

„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

ოპოზიციური პარტიის წევრები სიცრუეს უწოდებენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ბრალდებებს. კობახიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მათი კონკრეტული წარმომადგენლები არეულობის ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე დაასახელა კონკრეტული ადგილები, სადაც მისი ინფომრაციით დაგეგმილია პროვოკაციების მოწყობა.