ირაკლი კობახიძის განცხადება

პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით ისაუბრა საქართველოს პრემიერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ზეპარტიული პრეზიდენტი იქნება, რაშიც მას მისი პიროვნული თვისებები დაეხმარება. პრემიერის განმარტებით, თუ პრეზიდენტი ზეპარტიული იქნება, ის შეძლებს ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას და რადიკალიზმის შემცირებას. სწორედ ეს მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს პრეზიდენტობის ახალი კანდიდატისგან. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი რიტორიკა ჰქონდა ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც, თუმცა, დღეს მათ ეს პოზიციები შეცვალეს.