ირაკლი კობახიძის განცხადება

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე მთავარია შეჯერდეს კრიტერიუმები და პროცედურები,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძე აცხადებს.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კონკრეტიკაზე ამის შემდეგ უნდა იმსჯელონ.

შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა სიას მხარს, სადაც ჩინჩალაძე და გვრიტიშვილი იქნებიან, კობახიძე ამბობს, რომ მისი მხრიდან კონკრეტული გვარების მხარდაჭერაზე საუბარი არასწორია.