ირაკლი კობახიძის გამოხმაურება

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა დღეს პრემიერმა. მისი თქმით, ეს კავშირი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ორი ქვეყნის ჯანსაღ პარტნიორობას ხელს უშლიდა გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების კუთხით. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც სრული იგნორირება გაუკეთეს ეუთო/ოდირის დასკვნას, ითხოვენ მათ მოწვევას და ადგილობრივი არჩევნების ჯანსაღი ფორმით ჩატარებას.