ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა 

12:14, 11.03.2026

პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. ისაუბრეს ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე. ირაკლი კობახიძემ მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა. იფთარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

მსგავსი