ირაკლი კობახიძემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტთან გამართა. საუბარი საქართველოსა და ლატვიის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასა და ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას შეეხო.

მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ მხრივ მიღწეული წარმატებები განიხილეს.  შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

ოფიციალური ვიზიტი ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა.