ირაკლი კობახიძე ყაზახეთის ელჩს შეხვდა

15:31, 10.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან, როგორც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

მსგავსი