ირაკლი კობახიძე საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე  აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა სოლიდარულია სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები მკაფიოდ არის განსაზღვრული და საქართველო ცივილიზებული სამყაროს გვერდით დგას.