„ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს პოსტი უკვე მეორედ ჩაიბარა. განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. ცვლილება შეეხო პარტიის სამდივნოს ნაწილსაც. „ოცნების“ პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი გახდა. აჭარის პარტიულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს სულხან თამაზაშვილი. სიახლეების შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე გახდა ცნობილი. პარტიის ლიდერების სიტყვით გამოსვლების გარდა კომენტარები გაკეთდა მედიასთანაც.