ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატისა და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტებს შეხვდება.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლაც ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტში.

ირაკლი კობახიძე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს და ფრანგი დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.