ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიას სტუმრობს. ირაკლი კობახიძისა და დელეგაციის წევრების საზეიმო დახვედრა შვეიცარიის პარლამენტში  შედგა. ცოტა ხანში  პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს შვეიცარიელ კოლეგასთან, მანამდე კი ვიზიტის პირველი შეხვედრა მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტორთან და ამავე სამდივნოს სხვა მაღალჩინოსნებთან შედგა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობასა და კოორდინაციის გაღრმავებას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო სამდივნოს ვიცე-დირექტომა აღნიშნა,  ვიზალიბერალიზაციის შემდგომ შვეიცარიაშიც, ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა, თუმცა,  პრობლემა სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობის საფუძველზე იოლად მოგვარებადია –  ვიზიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.