ირაკლი კობახიძე მოლდოველ კოლეგას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას სტუმრობს. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.

ღონისძიება ხვალ გაიხსნება. მანამდე კი კობახიძე მოლდოველ კოლეგას შეხვდა.