ირაკლი კობახიძე: გედი ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს

12:13, 09.04.2018

გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე ,- განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ მსგავს ფაქტებს მომავალში ადგილი არ ექნება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს გედევან ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე უცნობია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის ფოფხაძეს შეხვდა და იმედია აქვს, რომ გადაწყვეტილებას შეცვლის. კვირიკაშვილის თქმით, გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დემოკრატიული პროცესის ნაწილია და უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არის.

შიდა დაპირისპირება გამორიცხა თბილისის მერმაც.

მსგავსი