ირაკლი კირცხალიას განცხადება – შეფასებები 

12:12, 11.08.2026

შეფასებების თემაა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებაც, სადაც ის 2008 წლის აგვისტოს ომსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით საუბრობს. „ნაციონალური მოძრაობა“ კირცხალიას აკრიტიკებს. მმართველი გუნდი კი თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს.

ცნობისთვის, ირაკლი კირცხალია რუსეთის უკრაინაში შეჭრისას გააქტიურებულ ანტირუსულ კამპანიაზე საუბრობს და გარე ძალების ორკესტრირებულ ე.წ. რუსოფობიაში, ოპონენტებთან ერთად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ადანაშაულებს. დასახელდნენ კონკრეტული შემსრულებლები. მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“.

ირაკლი კირცხალია ინტერესდება, რატომ არ იყო საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი იმისთვის, რომ რუსეთში ქართველი კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით კონცერტები არ გამართულიყო და რატომ თქვეს მათ ცალსახა უარი, ოკუპანტ ქვეყანაში გასტროლებზე 2022 წლის შემდეგ.

მსგავსი