ირაკლი კირცხალიას განცხადება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. „პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიას“ გამოეხმაურა, რომელშიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია შეყვანილი. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, „პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია“. მისი თქმით, გლობალური ომის პარტიის მიერ მართულმა ორგანიზაციამ ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რათა სურთ აბსურდული ბრალდება ფაქტად წარმოაჩინონ“. კირცხალიას თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ და ივანიშვილზე ზეწოლის მიზეზი ისაა, რომ საქართველო არ ემორჩილება გარე კარნახს და ეროვნულ ინტერესებს იცავს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მედია მიტაცებული „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, „ქართული ოცნების“ პირობებში კი, საქართველო, როგორც მედიის თავისუფლების, ისე დემოკრატიის კუთხით დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა.