ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები აგრძელებენ მუშაობას. ირაკლი ხახუბია „ქართული ოცნების“ და საქართველოს მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს.