ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს

21:01, 24.08.2026

ყოფილი პრემიერი თავს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს. ირაკლი ღარიბაშვილი რვა თვის შემდეგ წარდგენილ მეორე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატებისა და ოჯახისთვის პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმ წერილების ლოგიკური გაგრძელებაა, რომლებიც წინა კვირას ექს-პრემიერ-მინისტრმა ციხიდან გამოაგზავნა. ბრალდება, რომელიც ორგზის პრემიერს წაუყენეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და კორუფციულ დანაშაულს გულისხმობს. საუბარია იმ რეზონანსულ საქმეზე, რომლის ფიგურანტი ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი, თავდაცვის ექს-მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სასჯელს უკვე იხდის. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შეძენის ეპიზოდს. თუ გამოძიების მასალებს დავეყრდნობით, უკანონო გარიგების და შესყიდვების დროს კონკრეტული კომპანიის მფარველობის სანაცვლოდ მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქრთამის სახით 750 000 ლარი აიღო. როგორ გავიდა გამოძიება გახმაურებულ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის კვალზე: მთავარ მოწმედ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ამავე საქმის ერთ-ერთი ფუგურანტი სახელდება, ირიბი მინიშნება კეთდება თავად ჯუანშერ ბურჭულაძეზეც.

მსგავსი