ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს
ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ აღიარებს, ის სამართლებრივ ბრძოლას და ახალი წერილების გავრცელებას აანონსებს. ადვოკატები ყოფილ პრემიერ-მინისტრს პოლიტპატიმრად აცხადებენ. რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი მას ოფიციალურად უკვე გააცნეს, თუმცა მან, ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა. პარალელურად, ამ დრომდე უცნობია, შეუმსუბუქდება თუ არა სასჯელი ჯუანშერ ბურჭულაძეს მამხილებელი ჩვენების შემდეგ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ შეთანხმდება შედგა.