ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს
ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა პროკურატურამ. საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურაში გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ირაკლი ღარიბაშვილს 750 000 ლარი ქრთამის სახით, ხელზე გადასცა. ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მიმართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. ასევე, დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმის ყველა ფიგურანტი დაკავებულია. წინა სასამართლო სხდომის თარიღი კი, დღის ბოლომდე განისაზღვრება.
შეუმსუბუქდება თუ არა სასჯელი ჯუანშერ ბურჭულაძეს მამხილებელი ჩვენების შემდეგ, ჯერ უცნობია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ შეთანხმება შედგა. ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ახალი ბრალის დამატებას, ყოფილი პრემიერის მხრიდან გავრცელებულ წერილებს უკავშირებს.