ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ქართულ მედიასთან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები ცხადყოფს, რომ ოპოზიციის მიერ კრიზისი ხელოვნურადაა შექმნილი, რადგან არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი პარლამენტს შეუერთდება.