ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

15:13, 26.04.2023

გზავნილები ბრიუსელიდან და არაერთგვაროვანი შეფასებები თბილისში – ვინ როგორ ეხმაურება პრემიერის ვიზიტს, გამართულ დისკუსიებსა და პარტნიორების მოწოდებებს. საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ კრიტიკულია. მათი ნაწილის შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა. ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი უნდა შეწყვიტოს და ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით რეალური ნაბიჯები გადადგას.

მსგავსი