ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე პარტნიორობის გაძლიერების საკითხებს. ხაზი გაესვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებსა და გამოწვევებზე.