ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები

ირაკლი ღარიბაშვილისგან დღეს მკაფიო გზავნილები მიიღო ოპოზიციამ.

უახლოეს პერიოდში ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და დიალოგი ოპოზიციის მხოლოდ იმ ნაწილთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და დესტრუქციულ ძალებს გაემიჯნება, – ასეთია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გეგმა. მთავრობის მომავალი მეთაურის ტონი და რიტორიკა ოპონენტების მისამართით ამჯერადაც საკმაოდ მწვავე იყო. ნიკა მელიას ღარიბაშვილმა კრიმინალი, „ნაციონალურ მოძრაობას“ „მიხეილ სააკაშვილის მიერ მართული დესტრუქციული ძალა“, პარტიის ოფისში შეკრებილებს კი „შულავერის კომიტეტი“ უწოდა. პრემიერობის კანდიდატი მელიას 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ახსენებს და აფრთხილებს, რომ მის მიმართ კანონი აუცილებლად აღსრულდება.

პრემიერ-მინისტრად უკვე მეორედ წარდგენილმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ოპოზიციას ხაზგასმით უთხრა, რომ მოლაპარაკება ვადამდელი არჩევნების საკითხზე გამორიცხულია.

პარლამენტიდან გაჟღერებულ გზავნილებს ადრესატთა არანაკლებ მწვავე პასუხი მოჰყვა.

დატოვე კომენტარი