ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო პროცესში დესტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „პირველ არხს“ ვაკის საარჩევნო ოლქის ნომერ მეთერთმეტე უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას მისცა, რაც მისი შეფასებით, საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.