ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება 

21:25, 18.08.2026

ირაკლი ღარიბაშვილმა დაპირებული განცხადება გამოაქვეყნა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრძოლის დაწყებას აანონსებს.

ექს-პრემიერის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წერილი, რომელიც გუშინ ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაგზავნილად გამოაცხადა, ივლისში მამუკა მდინარაძისგან მიიღო. მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს მისი პოლიტიკური განადგურების პროვოკაციულ გეგმაზე და ამბობს, რომ მისგან პოლიტიკაში არ დაბრუნების პირობას და დამზღვევ მექანიზმად კორუფციული ბრალის წარდგენას და მის აღიარებას ითხოვდნენ. დღევანდელ წერილში ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ახსენებს.

ანა ბროლაძე გაეცნო ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებას.

მსგავსი