პრემიერ-მინისტის ვიზიტი უზბეკეთში

ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები. ხაზი გაესვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა-რეკონსტრუქციის და შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში.