ირაკლი ღარიბაშვილი პრაღის სამიტზე

ჩეხეთის დედაქალაქი ევროპელი ლიდერების შეკრების ადგილია.

პრაღაში იმყოფება საქართველოს პრემიერიც. ევროკავშირის მიერ ინიცირებული ახალი ევროპული პოლიტიკური გაერთიანება დღეს ლიდერების პირველ შეხვედრას მართავს. პრაღის სასახლეში მიმდინარე დისკუსიების მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოება, უკრაინაში მიმდინარე ომი და ის გამოწვევებია, რომელთა წინაშე ევროპა თებერვლის შემდეგ აღმოჩნდა. ბუნებრივია, განიხილება იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივაც, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. იმ ფონზე, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ევროკომისიის 12 პუნქტი აქვს შესასრულებელი, ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით მიმდინარე შეხვედრების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. ამ კონტექსტში დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირებისგან არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაისმა. ჩეხეთში ჩასულ ლიდერებს დღეს რამდენჯერმე მოუხდათ იმის ხაზგასმა, რომ ევროკავშირის ახალი პლატფორმა გაფართოების პროცესის შემცვლელი არ არის.

„მოამბე“ პრაღაშია, სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს, როგორ მიმდინარეობს სამიტის პირველი დღე.