ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. ცოტა ხნის წინ, თემატურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი.

უკრაინაში მიმდინარე ომი, საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივები – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც პრემიერმა ყურადღება გაამახვილა.