ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტს მილოშ ვისტრჩილს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოების აქტიურ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ სენატის პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, თბილისში იმართება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც განსაზღვრავს საქართველო-ჩეხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო დღის წესრიგს. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.