ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. შეხვედრა გაიმართა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. შეხვედრაზე ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განხილული იყო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მოიწვია.