ირაკლი ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენა - მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და ფერწერული კალეიდოსკოპი, რომლის ნახვაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგვიძლია

ვირტუალური გამოფენა, რომელიც ირაკლი ფარჯიანის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება.

10 ივლისიდან საზოგადოება მხატვრის ნამუშევრებს ვირტუალურ სივრცეში დაათვალიერებს. გამოფენა სხვადასხვა დროს შექმნილ და ოჯახიდან და კერძო კოლექციებიდან მოგროვებულ 37 პორტრეტს აერთიანებს.

რამდენიმე ნახატს დამთვალიერებელი ვირტუალურ გამოფენაზე პირველად იხილავს, მათ შორისაა ნინო მიქაძის და ქეთევან მგელაძის ბავშვობის პორტრეტები. ექსპოზიცია მოიცავს ირაკლი ფარჯიანის ორ ავტოპორტრეტსაც.